ინტელის ტრენინგის რეფლექსია

დღე 1.

დღევავანდელი დღე ეთმობოდა საქაღალდის შექმნას, ასევე შევქმენით პროექტის პორტფოლიო.გავეცანით 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს,შევქმენით ახალი ბლოგი.

გავიარეთ პროექტის სწავლების მიზნები,შევქმენით საქაღალდე მოდულის მასალების შესაბამისად.გადმოვწერეთ პროექტის გეგმის შაბლონი და დავიწყე პროექტის გეგმის შედგენა.

დღე 2.

 გავიხსენეთ წინა დღის მასალა,გავეცანით პროექტზე დაფუძნებულ სწავლის კვლევას.ვიმუშავე ჩემი პროექტის გეგმის შედგენაზე.ვიმუშავე პუბლიკაციაზე.


დღე 3.


წინა დღის გახსენების შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე სტანდარტზე დაყრდნობით,ბუკლეტის შევსებაზე,დავიხმარეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები შაბლონის შევსების დროს.
 ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.


დღე 4.

 ვისწავლეთ შეფასების სტანდარტი,განვიხილეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების ფორმები.ვიმუშავეთ შეფასების ფორმის შექმნაზე და პრეზენტაციის დაგეგმვაზე.


დღე. 5

წინა დღის გახსენება.
პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის განხილვა,პედაგოგიური პრაქტიკა,სტანდარტებით განსაზღვრული შედეგების მიღწევა.21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა და საავტორო უფლებები.


დღე 6.
  წინა დღის გახსენება,სასწავლო პროექტის გადახედვა,შეფასების გეგმის გაცნობა,გაკვეთილზე გამოყენებული შეფასების პროცესის რეფლექსია,წინასწარი დაგეგმვა.მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში.

დღე 7.

წინა დღის გახსენება. სწავლის სხვადასხვა სტილის გაცნობა და გააზრება.სწავლის პროცესის დიფერენცირება.თვითრეგულირების უნარის ხელშეწყობისთვის შეფასების გეგმის შედგენა.მოსწავლეთა დამხმარე მასალების შექმნა.

 დღე 8.

 წინა დღის გახსენება.ვიმუშავეთ სტანდარტების განხილვაზე,ფასილიტაციის რესურსების შემუშავებაზე,წარმატებული სასწავლო პროექტის დაგეგმვასა და რეფლექსიაზე.

დღე 9.

  წინა დღის გახსენება.ვიმუშავეთ პორტფოლიოზე.მოვახდინეთ პროექტების დემონსტრირება.მოვამზადეთ სასწავლო პროექტების პორტფოლიოს პრეზენტაცია.ვიმუშავეთ და ვაჩვენეთ პროექტის პორტფოლიო.შევაფასეთ სასწავლო კურსი და შევაჯამეთ მთლიანობაში.
  ძალიან საინტერესოდ დაიწყო,წარიმართა და დასრულდა ტრენინგის სრული კურსი..მოგვცა საუკეთესო გამოცდილება რომ რეალურად განვახორციელოდ პროექტები სკოლაში და ვუპასუხოთ 21-ე საუკუნის ყველა მოთხოვნილებას.



Comments